პროდაქტ პლეისმენტი, LIFE PLACEMENT -ის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს პარტიზანული მარკეტინგის ინსტრუმენტს. ეს ტექნოლოგია ეყრდნობა ბრენდის დანერგვას ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველგვარი თავზე მოხვევის გარეშე. მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ჩვეულებრივ ყოფიერებაში ისეთი თეატრის გათამაშება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, რომელიც ფარულად ჩაატარებს ბრენდის სარეკლამო კამპანიას. მაყურებელი ყოველივეს ღებულობს ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ამბად და საერთოდ არ ფიქრობს, რომ მას სთავაზობენ კონკრეტულ ბრენდს.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე პირველი, კლასიკური და წარმატებული მაგალითები.
კინოში რეკლამა (ანუ Product Placement ) როგორც მოვლენა გამოჩნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მის გამოჩენას უკავშირებენ ცნობილი მეზღვაური ქალის პაპაეზე გამოსულ ფილმებს, რომელიც ჯანსაღი საკვების პროპაგანდირებას აკეთებდა და დაკონსერვებული ისპანახის პოპულარიზაციას ახდენდა. ყველა მულტფილმი მთავრდებოდა პაპაის სიმღერით: ”ბოლოს და ბოლოს მე გავხდები ღონიერი, რადგან მივირთმევ ისპანახს და ვიქნები ნამდვილი მეზღვაური”.
შედეგად კონსერვის გაყიდვა გაიზარდა 65-70 %-ით.
”დიდ კინოში” პირველი რეკლამა შემჩნეულია 1946 წელს ფრენკ კაპრის ფილმში – ”ეს მშვენიერი ცხოვრება”. ეს გახლდათ ტელეარხი National Geographic-ის რეკლამა.
მაგრამ სერიოზულად Product Placement -ს შეხედეს 1982 წელს, სტივენ სპილბერგის ფილმის ”უცხოპლანეტელების” გამოსვლის შემდეგ. სპილბერგმა ფილმში წარმატებით ჩაწერა ტკბილეული Reese`s Pieces-ის რეკლამა, კომპანია Hershey`s-გან. ფილმის ჩვენების შემდეგ ამ ტკბილეულის გაყიდვა გაიზარდა 80%-ით. ყველაზე საინტერესოა, რომ ”მარსმა” უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე და მასში M&M რეკლამის განთავსებაზე, თუმცა სპილბერგმა თავიდანვე მას მიმართა.

კვენტინ ტარანტინოს არ სურდა რა სიგარეტის ცნობილი ბრენდების ფილმში გამოყენება, მან საკუთარი მარკა «Red Apple» (”წითელი ვაშლი”) შექმნა. ამავე ბრენდს შენიშნავთ ფილმებში ”ცოფიანი ძაღლები”, ”ოთხი ოთახი”, ”გათენებიდან დაღამებამდე”,”კრიმინალური გარჩევები” და ”მოკალი ბილის” პირველ ნაწილში.
სიგარეტის მარკის გარდა ტარანტინოს არარსებული «Big Kahuna» ბურგერებიც აქვს კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ტარანტინომ მოიფიქრა, მდგომარეობს იმ მარკის პროდუქტების გადაღება ფილმში, რომელიც გაყიდვაში აღარ არის: სწრაფი მომზადების ფაფა «Fruit Brute» ”კრიმინალურ გარჩევებში” ან სიმინდის ბურბუშელა «Kabooom!» ”მოკალი ბილიში”. ორივე მარკა 70-იანი წლების შემდეგ არ გამოჩენილა გაყიდვაში.დღეს Product Placement ფართოდ გამოიყენება და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ბრენდების მიერ. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, მარკეტინგის ამ ინსტრუმენტს, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები მოაქვს.
No comments:
Post a Comment