ქართული კინოს ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. ქართული აუდიტორია ძმები ლუმიერებისკინემატოგრაფს 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციოაპარატურა შეიძინა და ვაჟთან ალექსანდრესთან ერთად, ჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვამხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ – ოდესელმა საქმიანმა ქალმა – მუშტაიდის ბაღში იმ დროისათვისსაკმაოდ დიდი საზაფხულო კინო ააშენა. სოფია ივანიცკაიას ფინანსური მხარდაჭერით ალექსანდრე დიღმელოვმა 1909წელს დაიწყო კინო ქრონიკის გადაღება. შემდგომში ამ კინოს ნეგატივები კინოქრონიკისთვის შეიძინა პატემ.


განათლების სახალხო კომისარიატში 1921 წელს კინოს სექციაგაიხსნა, რომელიც 1923-1928 წლებში საქკინმრეწველობად მოიხსენიებოდა. ქართული ფილმების პირველი ჩვენება – "არსენა ჯორჯიაშვილი" (1921, რეჟისორი ივანე პერესტიანი), "სურამისციხესიმაგრე" (1922, რეჟისორი ივანე პერესტიანი), გამზრდელი (1922, ვლადიმერ ბარსკი) – ლიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1924 წელს ჩატარდა.მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფილმების უმეტესობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეფუძნებოდა. ალექსანდრეწუწუნავამ და კოტე მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებს, როგორიცაა მიხეილკალატოზიშვილი, მიხეილ ჭიაურელი, კოტე მიქაბერიძე, ნიკოლოზ შენგელაია და სხვები. ამ რეჟისორებმა თავიანთიფილმებით ხელი შეუწყეს ქართული კინოს აღმავლობას. 1928 წლიდან შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნაისეთი ცნობილი ფილმები, როგორიცაა ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო" (1928), კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" (1929),მიხეილ კალატოზოვის "ჯიმ შვანთე" (1930) და მიხეილ ჭიაურელის "ხაბარდა" (1931). ახალგაზრდა რეჟისორებმაჩამოაყალიბეს კინემატოგრაფიის ახალი და ორიგინალური ფორმები.
ზოგიერთი ფილმი აღმოჩნდა მიუღებელი საბჭოთა ცენზურისთვის. მაგალითად, ავანგარდის ხელოვნების ნიმუში "ჩემიბებია" 40 წლის მანძილზე იყო აკრძალული. მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "ლურსმანი ჩექმაში" (1931), ასევეაკრძალული იყო, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მისი რეჟისორი 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიისმინისტრის მოადგილე იყო, მისი ფილმი `წეროები მიფრინავენ~ კი 1958 წლის კანის კინო ფესტივალის მთავარი ჯილდოსმფლობელი გახდა.


90-იანი წლებიდან დაწყებული ქართული კინო სტაგნაციის პერიოდს განიცდიდა – ამპერიოდში ფილმების მინიმალური რაოდენობა გამოვიდა.
2005 წლიდან ქართული კინო განახლების პერიოდს განიცდის. გამოჩნდა ახალითაობა, ქვეყანას დაუბრუნდნენ რეჟისორები, რომლებმაც სამშობლო 90-იან წლებშიდატოვეს. სახელმწიფო და კერძო სექტორებმა დაიწყეს კინო წარმოების დაფინანსება. ქართული კინო დაბრუნდაქვეყნის კინოთეატრებში და საერთაშორისო ფესტივალებზე.
საბჭოთა საქართველოსგან განსხვავებით, დამოუკიდებელ საქართველოს საერთაშოისო კინო არენაზე წარმატების უფროდიდი შანსი აქვს.
wyaro:http://filmcommission.ge/site/index.php?lang=ge&page=12
wyaro:http://filmcommission.ge/site/index.php?lang=ge&page=12
No comments:
Post a Comment