Wednesday, June 27, 2012

საუნდტრეკები

ტიტანიკის დაუვიწყარი საუნდტრეკი, რომელმაც თითოეულ მაყურებელს ცრემლი მოჰგვარა. My Heart Will Go On-Celine 





The GodFather-ის  საუნდტრეკი: 



Wicker Park"-ის დაუვიწყარი საუნდტრეკი "The Scientist" Coldplay-ის შესრულებით 







"ერთხელ ამერიკაში"-ის საუნდტრეკი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და პოპულარულია კინოს ისტორიაში:







wyaro:www.youtube.com

მოდა და კინო


"კინო და მოდა? არა მგონია, რაიმე კავშირი არსებობდეს, - "აცხადებს Barneys New York -ის კრეატიული დირექტორი საიმონ დუნანი. - "მიუხედავად ბოლო ათწლეულების მანძილზე მოდის გარშემო შექმნილი კულტურული აჟიოტაჟისა, ჭეშმარიტ მოდას ფილმში ძალზე იშვიათად თუ იხილავს კაცი. ანუ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იშვიათად გვხვდება ფილმები, რომელთაც მოდის სამყაროზე რაიმე გავლენის მოხდენა შეუძლია."
ერთი თაობით უკან რომ დაგვეხია, ბ-ნ დუნანს დიახაც მოუწევდა იმის აღიარება, რომ ეს გავლენა თავის დროზე იმდენად ძლერი იყო, რომ კომერსანტებსა და ტანსაცმლის შემქმნელებს მის კვადაკვალ სიარული უწევდათ.



უკვე 60-ან 70-ნ წლებში მაღაზიები და პოდიუმები სავსე იყო ჰოლივუდური გარდერობის ჰიტური ნიმუშების ხშირ შემთხვევაში, პირდაპირი და ზუსტი იმიტაციებით. ფეი დანავეის გმირის - დიდი დეპრესიის ეპოქის გლამურული ქალიშვილის (ფილმიდან "ბონ და კლაიდი", 1967) ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მსოფლიოს მოედო მოხდენილი მიდი ქვედაკაბა, "ორეულები" და კეკლუცი ბერეტები, რომლებიც გმირის ხასიათს ერთგვარ "ბოროტ" მიმზიდველობას ანიჭებდა. დაიან კიტონის გმირის ქალაბიჭური ატრიბუტიკის გამოჩენისას (ფილმ "ენი ჰოლში", 1977) ფანების ლეგიონებმა კიტონის საფირმო ტვიდის კოსტუმების, ხაკის შარვლებისა და სასაცილო ფედორას სტილის ქუდების ტარება დაიწყეს. 1985 წლიდან, როცა ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "აფრიკიდან," სპილოსძვლისფერი "ჰეკინგის" სტილის პიჯაკები და საფარის ხაკის სამოსი, რომელსაც მერილ სტრიპის გმირი სავანაში ატარებს, რალფ ლორენის კოლექციის თემად იქცა. გავიხსენოთ ჯონ ტრავოლტაც, თავის თეთრ დისკო-კოსტუმში ფილმიდან "შაბათის ღამის ციებ-ცხელება". (1977). მაგრამ, 1960-იან და 1970-იან წლებში მაყურებელი მხოლოდ მოდის დამამკვიდრებელ ვარსკლავებს (ოდრი ჰეპბერნი, ფეი დანავეი, ელი მაკგროუ) ეთაყვანებოდა. მაშინ არც "ტვიტერები" არსებობდა, არც ბლოგერები და არც სხვადასხვა ცნობადი სახეები, რომლებიც მათ გავლენას დაუპირისპირდებოდა." - ამბობს ჟურნალ "ვოგის" მთავარი რედაქტორი ანდრე ლეონ ტელი. დღეს ქ-ნი ელი მაკგროუს ხალისიანი სტუდენტური სამოსის გავლენა ფილმიდან "სიყვარულის ისტორია" (1970) ალბათ, იმ გოროზი ზმანების კორიანტელში ჩაიკარგებოდა, რომლებიც თავიანთი გარდერობის დემონსტრირებას კონცერტებსა და ტელევიზიაში ან კიდევ ისეთ პოპულარულ ბლოგზე ახდენენ, როგორიცაა The Sartorialist, რომელიც ეპატაჟის მოყვარულ მოდურ ქალბატონებს გემოვნების არბიტრების ტიტულს ყოველდღიურად ანათლავს
.
"დღესდღეობით ფილმის შთამაგონებელი ზეგავლენა მოდაზე აღარ ჩანს." - ამბობს ბ-ნი დუნანი. "მაყურებელს შესაძლოა, თავისთვის მოუნდეს ტყავის პიჯაკი, მარლონ ბრანდოს რომ ფილმ "ველურში" ეცვა, ან კიდევ შალის ქუდი, რომელიც ელი მაკგროუს "სიყვარულის ისტორიაში" ეხურა. "კინო უდაოდ ინარჩუნებს მაყურებელზე ზემოქმედების ძალას," - აღიარებს იგი, "მაგრამ მაყურებელს გარდერობის რაღაც ერთი ნივთი ამოაქვს იქიდან, როგორც თილისმა, რომელიც თითქმის რელიქვიურ სიწმინდედ იქცევა ხოლმე. გავლენა, რომელიც კინოს ჩვენს დროში გააჩნია, ხშირად პირდაპირი არ არის და უფრო ზოგადი შთაბეჭდილებით, ფერის განწობით განისაზღვრება. მაგალითად, 2007 წლის გაზახულის კოლექციაში მარკ ჯეიკობსმა პატივი მიაგო "მარია ანტუანეტას" და მის რეჟისორს, თავის მეგობარს, სოფია კოპოლას; მაგრამ, ეს ექსტრავაგანტული კოსტუმები მხოლოდ ჰაეროვანი სპილოსძვლისფერ-ნაღებისფერი პალიტრით, კარისკაცების მოკლე შარვლებითა და მაქმანის საყელოებით წარმოჩინდა.
"ავატარმა" ისეთი დიზაინერები შთააგონა, როგორიცაა ჯენ კაო და ჟან-პოლ გოტიე, რომელმაც ფილმის ედემური განწყობა თავის იანვრის "ოტ-კუტიურის" კოლექციაში დანერგა. წინა ათწლეულებში ჰოლივუდისა და მეშვიდე ავენიუს შორის სიმბიოტიკური კავშირი დიდწილად ენერგიული მარკეტინგის ნაყოფი იყო. ატელიეები გამალებით ცდილობდნენ დაუვიწყარი კოსტიუმები შეექმნათ; მაგალითისთვის იკმარებდა ჯილბერტ ადრიანის მიერ ჯონ კროუფორდისთვის შექმნილი "ლიპებიანი" ორგანზას კაბა (ფილმი ლეტი ლინტონი, 1932). "მოდა და კინო თითქოს ერთმანეთს კვებავდნენ," -ამბობს იუჯინია პოლიცელი Fashion + Film: The 1960s Revisited,- ის კურატორი, რომელიც ნიუ-იორკში ცენტრ CUNY Graduate -ში 12 მარტს გაიხსნება. პარიზი იმ პერიოდში დიახაც იყო "შიკის" ცენტრი, მაგრამ ჰოლივუდიც უდაოდ გახდა მოდის დედაქალაქი.

ბოლო ათწლეულის მანძილზე კინოს ურყევი როლი საზოგადოებრივი გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდწილად ტელევიზიამ და საკონცერტო სცენამ მიითვისა. კერი ბრედშოუს და მისი მოდაზე გაგიჟებული დაქალების კოსტიუმები (სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში"), როგორც ცნობილია, მანოლო ბლანიკის სტილეტოს ტიპის ფეხსაცმელებს, ბაგეტებსა და მყვირალა, ფირფიტიან ყელსაკიდებს მისცა დასაბამი. დღეს ამ სფეროს კომერსანტს შეიძლება ურჩიო, შთაგონება მეცნიერული ფანტასტიკის კოსტიუმებში ეძიოს, რომლებიც სცენაზე ჯგუფ "ბლექაიდ ფის” წევრებს აცვიათ ხოლმე. მაგრამ, მოდაში კარგად ჩახედულ პირთათვის კინო ძველებურდ რჩება ამოუწურავ წყაროდ და მუდმივ ათვლის წერტილად.
"ის, რაც ფილმს ნამდვილად შეუძლია, არის მაყურებლის მზერის მიზიდვა."
რუთ ლა ფერლა

მსოფლიოს კინო დაჯილდოვებები


´´ოსკარი´´



რჩევანი უკვე გაკეთებულია. ახლა მსოფლიოს ისღა დარჩენია , რომ დაელოდოს ამერიკული აკადემიის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს ცერემონიალს, რომელიც 27 თებერვალს საქართველოს დროით 4.00, ლოს ანჟელესში გაიმართება. წელს აკადემიის ჯილდო 84 წლის ხდება.
 ძალიან ბევრს უყვარს ეს დაჯილდოვება , თუმცა საქართველოში მასზე ინფორმაციას არ ან ვერ ფლობენ. შევეცდები ამ სტატით უფრო შეგაყვაროთ ამერიკული აკადემიის ყველაზე პრეზტიჟული დაჯილდოვება.
1929 წლის 12 თებერვალს ოსკარების პირველი ცერემონიალი ჩატარდა. იგი ´´Metro-Goldwyn-Mayer-ის´´ იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, ლუის ბ. მაიერმა დაარსა. ოსკარში გაერთიანებულია 39 ნომინაცია





ყველაფერი კი უფრო ადრე დაიწყო, 1920 წლიდან მსოფლიო კინოს დიდი კრიზისი ჰქონდა, ძალიიან ცოტა ხალხი დადიოდა კინოში, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მომუშავე ჯგუფს ფულს ვერ უხდიდნენ. ლუის მაერმა გადაწყვიტა ეს პრობლემა მოეგვარებინა თავის ორ საუკეთესო მეგობართან, კონრად ნაბელთან და ფრედ ნიბლოსთან, ერთად. შემდეგ იყო 1927 წლის 11 იანვარი, როდესაც 33 ფილმის მესვეური შეხვდა ერთმანეთ, რათა ესაუბრათ ამერიკული აკადემიის დაარსებაზე. ამავე წლის 11 მაისს, შედგა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც საბოლოოდ დაიგეგმა ცერემონიის მიმდინარეობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
ძალიან საინტერესოა ასევე ოსკარის ფიგურის ისტორია და მისი სახელის წარმომავლობა.







ესკიზი MGM-ის არტ-დირექტორ სედრიკ გიბონსს ეკუთვნის, ხოლო შემქნელი ჯორჯ სტენლია. ოსკარის ფიგურა გამოხატავს, კინოს სიყვარულს, სიმამაცეს, სიძლიერესა და მშვიდობას. ის შედგება რაინდისგან, რომელიც კინოფირზე დგას და ხელებში ძირს დაშვებული ხმალი უჭირავს. ფიგურა 34,29 სიგრძისაა და 3,85 იწონის, დაფარულია 24 კარატიანი თხელი ოქროს ფენით და მისი მასალა 300 $ ღირებულებისაა. პირველი ფიგურა 1929 წლის 16 მაისს ემილი ჯენინგს გადაეცა.
პირველი ოთხი წელი ჯილდოს დასახელება არ ჰქონდა,´´AMPAS´´ ეძახდნენ (The Academy of Motion Pictures Arts and Sciences). ახლანდელი სახელი რატომ დაერქვა ჯილდოს არავინ იცის, თუმცა ყველაზე გავრცელებული აზრით ეს აკადემიის ბიბლიოთეკარის, მარგარეტ ჰერიკის დამსახურებაა, როდესაც მან ფიგურა დაინახა შესძახა: ´´ღმერთო , ჩემო, როგორ გავს იგი ბიძაჩემ ოსკარს´´ და ამის შემდეგ ეწოდა ეს სახელი ცერემონიის მთავარ გმირს.
დღესდღეობით გაცემულია 300-მდე ოსკარის ჯილდო. ყველაზე ბევრი ჯილდო ანუ 11 ოსკარი სამმა ფილმა მიიღო:











კანი



კანის საერთაშორისო კინოფესტივალი (ფრანგ. Festival international du film de Cannes) — ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი მსოფლიოში. პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანშისაფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.





ბერლინალე




ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ანუ ბერლინალე, მსოფლიოში კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია. ტარდება ყოველი წლის თებერვალში.
ბერალინალე მნიშვნელოვანი მოვლენაა კინემატოგრაფიასა და მასმედიაში. ყოველწლიურად მასზე ესწრება 76 ქვეყნის წარმომადგენელი 15 000 სპეციალისტი, მათ შორის 3 500 ჟურნალისტი. სეანსებზე დასწრება ფასიანია. ბერლინის ფესტივალი დაარსდა 1951 წელს. თავდაპირველად იგი ზაფხულში ტარდებოდა, 1978 წლიდან კი თებერვალში გადაიტანეს. პირველი ბერლინალეს გახსნა შედგა 1951 წლის 6 ივნისს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით რებეკა.
ბერლინის კინოფესტივალზე ფილმები მთელი მსოფლიოდან მოდის და მათი შერჩევა საერთაშორისო ხასიათისაა. საუკეთესო ფილმები ჯილდოვდება ოქროს დათვით, საუკეთესო რეჟისურის, საუკეთესო ქალის როლისა და საუკეთესო მამაკაცის როლისათვის განკუთვნილია ვერცხლის დათვისაპატიო ოქროს დათვი გადაეცემა კინოს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.




წყარო:http://lookbooks.ge/osca/


რეკლამა კინოში





პროდაქტ პლეისმენტი, LIFE PLACEMENT -ის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს პარტიზანული მარკეტინგის ინსტრუმენტს. ეს ტექნოლოგია ეყრდნობა ბრენდის დანერგვას ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველგვარი თავზე მოხვევის გარეშე. მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ჩვეულებრივ ყოფიერებაში ისეთი თეატრის გათამაშება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, რომელიც ფარულად ჩაატარებს ბრენდის სარეკლამო კამპანიას. მაყურებელი ყოველივეს ღებულობს ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ამბად და საერთოდ არ ფიქრობს, რომ მას სთავაზობენ კონკრეტულ ბრენდს.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე პირველი, კლასიკური და წარმატებული მაგალითები.

კინოში რეკლამა (ანუ Product Placement ) როგორც მოვლენა გამოჩნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მის გამოჩენას უკავშირებენ ცნობილი მეზღვაური ქალის პაპაეზე გამოსულ ფილმებს, რომელიც ჯანსაღი საკვების პროპაგანდირებას აკეთებდა და   დაკონსერვებული ისპანახის პოპულარიზაციას ახდენდა. ყველა მულტფილმი მთავრდებოდა პაპაის სიმღერით: ”ბოლოს და ბოლოს მე გავხდები ღონიერი, რადგან მივირთმევ ისპანახს  და ვიქნები ნამდვილი მეზღვაური”.
შედეგად კონსერვის გაყიდვა გაიზარდა 65-70 %-ით.
”დიდ კინოში” პირველი რეკლამა შემჩნეულია 1946 წელს ფრენკ კაპრის ფილმში – ”ეს მშვენიერი ცხოვრება”. ეს გახლდათ ტელეარხი  National Geographic-ის რეკლამა.
მაგრამ სერიოზულად  Product Placement -ს შეხედეს 1982 წელს, სტივენ სპილბერგის ფილმის ”უცხოპლანეტელების” გამოსვლის შემდეგ.  სპილბერგმა ფილმში წარმატებით ჩაწერა ტკბილეული  Reese`s Pieces-ის რეკლამა, კომპანია  Hershey`s-გან. ფილმის ჩვენების შემდეგ ამ ტკბილეულის გაყიდვა გაიზარდა 80%-ით. ყველაზე საინტერესოა, რომ ”მარსმა”  უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე და მასში M&M რეკლამის განთავსებაზე, თუმცა სპილბერგმა თავიდანვე მას მიმართა.

კინოს რეკლამის კლასიკური მაგალითია ფილმი ჯეიმს ბონდზე. ჯერ კიდევ პირველ ფილმში ”ექიმი ნო” ჩანს (1962) მაჯის საათი  Breitling, აგრეთვე  არაყი Smirnoff .შემდეგ ნაწილში ”მოკვდი, ოღონდ ჯერ არა”  განათავსა საკუთარი რეკლამა საათმა  Omega , ტელეფონმა Ericsson , ავტომობილმა  Aston Martin  და  BMW ა.შ.ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში ”ოქროს თვალი” გამოანათა  BMW, Omega, Visa, Ericsson, Martini, Smirnoff, Brioni, Heineken, Avis Rental cars, L`Oreal . ფილმი ”ოქროს თვალი”-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კონცერნმა  BMW  მხოლოდ წინასწარი 300 მილიონი დოლარის შეკვეთა მიიღო   Z3  მოდელზე. საათი Omega Seamaster -ის გაყიდვა კი ფილმის წყალობით  900%-ით გაიზარდა.ერთ ფილმში შემჩნეული ბრენდების რეკლამირების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ფილმი ბონდის სერიიდან – ”ხვალე არასოდეს მოკვდება”. ცნობილი ბრენდებიდან ფილმში შეიმჩნევა Bollinger, სასმელი  7UP , ელექტროსამართებელი Norelco, კოსმეტიკა Revlon.  Brioni -ს კოსტიუმები, Visa ბარათები, ავიაკომპანია British Airways, თოვლმავალები  Ski-Doo, ელექტრონიკა Philips, საათი Omega ,  სამგზავრო აქსესუარები Samsonite, უსადენო ყურსასმენები Plantronics,  არაყი  Finlandia  შეუცვლელი  Martini -ით. კომპანია  Ford -მა უზრუნველყო გადაღება რამდენიმე მარკის ავტომობილთან ერთად: Aston Martin, Jaguar, Thunderbird, Range Rover. ფილმის შემქმნელებმა მიიღეს 70 მილიონამდე დოლარი რეკლამის განთავსებისთვის. თუ 1995 წლამდე პირს ბროსნანი ბონდის როლში ატარებდა  Rolex -ს, 1995 წლიდან მან  Omega -ს ტარება გადაწყვიტა. პირველად ბონდმა Omega -ს Seamaster Quartz  ”ოქროს თვალში” გაიკეთა. შემდეგ ფილმებში ის  Omega Seamaster Professional Chronometer  ატარებდა. 2002 წელს, ბონდიანას პირველი ფილმის 40 წლისთავთან დაკავშირებით – ომეგამ გამოუშვა  Omega Seamaster Professional Chronometer -ის შეზღუდული რაოდენობა, რომლის უკანა თავსახურზე და სამაჯურის შესაკრავზე, აგრეთვე ციფერბლატზე გამოსახული იყო 007-ის ლოგოტიპი. ბოლო ფილმშიც, დენიელ კრეიგის შესრულებით,  ბონდს Omega Seamaster -ი უკეთია. ფილმში ”კაზინო როიალი” -ს პატარა ნარინჯისფერი 007-ის ლოგოტიპითაა წამების მაჩვენებელ ისარზე.

კვენტინ ტარანტინოს არ სურდა რა სიგარეტის ცნობილი ბრენდების ფილმში გამოყენება, მან  საკუთარი მარკა  «Red Apple» (”წითელი ვაშლი”) შექმნა. ამავე ბრენდს შენიშნავთ  ფილმებში ”ცოფიანი ძაღლები”, ”ოთხი ოთახი”, ”გათენებიდან დაღამებამდე”,”კრიმინალური გარჩევები” და ”მოკალი ბილის” პირველ ნაწილში.
MSG Partisani
სიგარეტის მარკის გარდა ტარანტინოს არარსებული «Big Kahuna»  ბურგერებიც აქვს კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ტარანტინომ მოიფიქრა, მდგომარეობს იმ მარკის პროდუქტების გადაღება ფილმში, რომელიც გაყიდვაში აღარ არის: სწრაფი მომზადების ფაფა «Fruit Brute» ”კრიმინალურ გარჩევებში” ან სიმინდის ბურბუშელა «Kabooom!»   ”მოკალი ბილიში”. ორივე მარკა 70-იანი წლების შემდეგ არ გამოჩენილა გაყიდვაში.დღეს Product Placement ფართოდ გამოიყენება და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ბრენდების მიერ. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, მარკეტინგის ამ ინსტრუმენტს, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები მოაქვს.


ფედერიკო ფელინი


ფედერიკო ფელინი (იტალ. Federico Fellini) დაიბადა 1920 წლის 20 იანვარს ქ. რიმინიში (Rimini, Emilia-Romagna). რობერტო როსელინი ფელინზე ამბობს: “პატარა ბიჭი სოფლიდან, რომელიც მუდმივად ოცნებობდა დიდ ქალაქზე”.
ბავშვობაში მოხეტიალე ცირკთან ერთად გაიპარა. რამდენიმე დღე სახლში არ ყოფილა და პატარა ფედერიკო ისე მოხიბლა ცირკმა, რომ მასთან მომავლის დაკავშირებაც კი სურდა. მაგრამ მაინც რეჟისორი გახდა, თუმცა მის ფილმებში ბავშვობის დაუვიწყარმა შთაბეჭდილებებმა ნოსტალგიური ნოტა გააჟღერა.
ფედერიკო ფელინი 1937 წლიდან მუშაობდა ჯერ ფლორენციაში, შემდეგ კი რომში ჟურნალისტად. ფელინი კინოში რობერტო როსელინიმ მოიყვანა. თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა ფელინიმ დაიწყო, როგორც კარიკატურისტმა და სწორედ ერთ-ერთი მორიგი შარჟის ხატვისას ის როსელინიმ შეამჩნია. კარიკატურა შეუქო და ახალგაზრდა მხატვარს სცენარისტობა შესთავაზა. ასე შედგა ფელინის დებიუტი ფილმში “რომი ღია ქალაქია” (1945 წ). დაახლოებით 20 წლის შემდეგ ფელინი გამოუტყდა ჟურნალისტებს, რომ რომ არა როსელინი, იგი შესაძლოა ცირკის დირექტორი გამხდარიყო და არა კინორეჟისორი. როსელინისთან მისი ურთიერთობა გაგრძელდა რამოდენიმე არაჩვეულებრივ ფილმში – Paisa (1946), Europa ’51…

1952 წ. ეკრანებზე გამოვიდა ფილმი The White Sheik, რომელიც ფელინისათვის პირველი ნამუშევარი იყო, როგორც დამოუკიდებელი რეჟისორისათვის… აქ ისიც აღსანიშნავია რომ ფილმის სცენარისტი მისი ერთგული ენიო ფლაიანოს (Ennio Flaiano) გარდა, გენიალური მიქელანჯელო ანტონიონიც (Michelangelo Antonioni) იყო.
1953 წ. ფელინიმ გადაიღო ფილმი The Young and the Passionate, რომელიც “ვერცხლის ლომის” ლაურეატი გახდა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე და ასევე ოსკარის ნომინაცია დაიმსახურა. ფილმის ცენტრში ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაა, თავისი ბანალური შემთხვევებით და ყოველდღიური ყოფით ომისშემდგომი იტალიის ცხოვრებაში.
1954 წ. გამოდის ნეორეალიზმის ერთ-ერთი შედევრი “გზა” (La Strada), ოსკარის ლაურეატი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის “ვერცხლის ლომი” -ის მფლობელი. 

1960 წ. რეჟისორმა გადაიღო შედევრი “ტკბილი ცხოვრება” (La Dolce Vita) მარჩელო მასტროიანის, ანიტა ეკბერგის და ანუკ ემეს (Anouk Aimée) მონაწილეობით. ფილმი გრანდიოზულ ფრესკას ჰგავს: უამრავი სახე, ირონია და რისხვა, ძირდაცემული მაღალი საზოგადოება. ფელინი გადასწვდა ეკლესიასაც მისი გრანდიოზული მისტიფიკაციებით, პრესას, რომელიც ყველაფერს აკეთებს სენსაციური მასალის მოსაპოვებლად და დაკარგული ორიენტაციის მქონე დაბნეულ ინტელეგენციას. ფელინის მთელი ირონია ტკბილი ცხოვრების შესახებ, ლამაზი ქალები, ეგზალტირებული ულამაზესი ქერა სკანდინავიელი გოგონები, თუ ბრიტანელი ინტელქტუალი ქალები, რომლებიც თავის ქალურ ბედნიერებას იტალიელ მამაკაცებთან ეძებენ, ღამის ორგიები მრავალსაუკუნოვან პალაცოებში, თუ ულტრათანამედროვე ზღვისპირა ვილებში; საერთაშორისო ჯეთ-სეტი, რომლისთვისაც იტალია ერთადერთი გასართობია, ლამაზი მანქანები, დაობებული ბებერი არისტოკრატი ქალები, რომლებიც ძლივს დადიან, მაგრამ გიჟივით დააჭენებენ ექსქლუსიურ ბუგატებს თუ მაზერატებს, უკანა დასაჯდომზე ევროპის “ოქროს ახალგაზრდობით”; თვალისმომჭრელი შავ-თეთრი ფანტასმომაგორიები, ნინო როტას ჯაზ-ბლუზ-როკ-ენ-როლის მელოდიები, ვია ვიტორიო ვენეტოს მთელი ბრწყინვალება და სიღატაკე – და ეს ყველაფერი მოქმედებს როგორც ნარკოტიკი. ამ ყველაფრით ასე დაღლილი ჟურნალისტი მარჩელო რუბინი, ვისთვისაც, “ტკბილმა ცხოვრებამ” მეგობრის თვითმკვლელობის მერე საბოლოოდ დაკარგა აზრი. ფინალი ყველგვარი იმედის გარეშე

ფედერიკო ფელინის მსოფლიო კინოს დიდ ბავშვსაც უწოდებდნენ,საკუთარ თავზე მრავალი მითი ჰქონდა გამოგონილი, კერძოდ ის ამტკიცებდა, რომ 3 წიგნზე მეტი არ ჰქონდა წაკითხული, სინამდვილეში კი მისი ახლობლები ყვებოდნენ რომ მთელი ბავშვობა წიგნის კითხვაში გაატარა. იგი ამბობდა რომ ცუდი მოსწავლე იყო მაგრამ მასწავლებლები ამტკიცებდნენ რომ იგი სანიმუშოდ სწავლობდა. მრავალი მითი თუ ფანტასმაგორია არსებობდა მის შესახებ, რომლის ავტორი თვითონვე იყო და ამ მითებს ხორცი შეასხა საკუთარ ფილმებში.
ფედერიკო ფელინის შემოქმედებითმა სტილმა ისეთი ცნობილი რეჟისორის შემოქმედებაზე მოახდინა ძლიერი ზეგავლენა როგორიც არიან: ვუდი ალენი, დევიდ ლინჩი, დევიდ კრონენბერგი, სტენლი კუბრიკი, პედრო ალმადოვარი, ტიმ ბარტონი, ემირ კუსტურიცა და სხვები.
wyaro:http://burusi.wordpress.com

ქართული კინო







ქართული კინოს ისტორია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან იწყებაქართული აუდიტორია ძმები ლუმიერებისკინემატოგრაფს 1896 წელს გაეცნო. 1900 წელს ფოტოგრაფმა დავით დიღმელოვმა ლუმიერების სისტემის საპროექციოაპარატურა შეიძინა და ვაჟთან  ალექსანდრესთან ერთადჯონ მორისის ფსევდონიმით საქართველოს სხვადასხვამხარეები მოიარა. 1905 წელს სოფია ივანიცკაიამ – ოდესელმა საქმიანმა ქალმა – მუშტაიდის ბაღში იმ დროისათვისსაკმაოდ დიდი საზაფხულო კინო ააშენასოფია ივანიცკაიას ფინანსური მხარდაჭერით ალექსანდრე დიღმელოვმა 1909წელს დაიწყო კინო ქრონიკის გადაღებაშემდგომში ამ კინოს ნეგატივები კინოქრონიკისთვის შეიძინა პატემ
1912 ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანიდოკუმენტური ფილმი  "აკაკი წერეთლის მოგზაურობარაჭა-ლეჩხუმში", რომელიც გამოჩენილი ქართველი პოეტისმოგზაურობას აღწერს.
1916-1928 წწ.პროდუსერიგერმანეგოგიტიძეჩაუდგასათავეშიპირველიქართულიმხატვრულიფილმისალექსანდრე წუწუნავას "ქრისტინეს" - გადაღებასფილმი ეგნატენინოშვილის მოთხრობას ეფუძნება

განათლების სახალხო კომისარიატში 1921 წელს კინოს სექციაგაიხსნარომელიც 1923-1928 წლებში საქკინმრეწველობად მოიხსენიებოდა. ქართული ფილმების პირველი ჩვენება – "არსენა ჯორჯიაშვილი" (1921, რეჟისორი ივანე პერესტიანი), "სურამისციხესიმაგრე" (1922, რეჟისორი ივანე პერესტიანი), გამზრდელი (1922, ვლადიმერ ბარსკი) – ლიონის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1924 წელს ჩატარდა.მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ფილმების უმეტესობა ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეფუძნებოდაალექსანდრეწუწუნავამ და კოტე მარჯანიშვილმა გაუკვალეს გზა ახალი თაობის ქართველ კინემატოგრაფებსროგორიცაა მიხეილკალატოზიშვილიმიხეილ ჭიაურელიკოტე მიქაბერიძენიკოლოზ შენგელაია და სხვებიამ რეჟისორებმა თავიანთიფილმებით ხელი შეუწყეს ქართული კინოს აღმავლობას. 1928 წლიდან შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში შეიქმნაისეთი ცნობილი ფილმებიროგორიცაა ნიკოლოზ შენგელაიას "ელისო" (1928), კოტე მიქაბერიძის "ჩემი ბებია" (1929),მიხეილ კალატოზოვის "ჯიმ შვანთე" (1930) და მიხეილ ჭიაურელის "ხაბარდა" (1931). ახალგაზრდა რეჟისორებმაჩამოაყალიბეს კინემატოგრაფიის ახალი და ორიგინალური ფორმები.
ზოგიერთი ფილმი აღმოჩნდა მიუღებელი საბჭოთა ცენზურისთვისმაგალითადავანგარდის ხელოვნების ნიმუში "ჩემიბებია" 40 წლის მანძილზე იყო აკრძალულიმიხეილ კალატოზიშვილის ფილმი "ლურსმანი ჩექმაში" (1931),  ასევეაკრძალული იყომიუხედავად იმ ფაქტისარომ მისი რეჟისორი 40-იან წლებში საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიისმინისტრის მოადგილე იყომისი ფილმი `წეროები მიფრინავენკი 1958 წლის კანის კინო ფესტივალის მთავარი ჯილდოსმფლობელი გახდა
  კინო რეჟისორების ახალი ტალღა 50-იანების დასაწყისიდანგამოჩნდა.  რეზო ჩხეიძეს და თენგიზ აბულაძის ფილმმა `მაგდანასლურჯაკანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მიიღოკიდევრამდენიმე ახალი რეჟისორი გამოჩნდა 60-იან წლებშირომელთაცქართულ კინოში სრულიად ახალი კინომატოგრაფიული ენადაამკვიდრესისინი განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან დათავიანთი წინამორბედებისგანმათ შორის იყვნენ ელდარშენგელაიაგიორგი შენგელაიაოთარ იოსელიანიმერაბკოკოჩაშვილისერგო ფარაჯანოვიალექსანდრე რეხვიაშვილი,მიხეილ კობახიძე და სხვებიისინი წარმოადგენდნენ ქართულიკინოს პროტაგონისტებსრომლებიც იბრძოდნენ დამკვიდრებულიწეს-ჩვეულებებისა და სტერეოტიპების წინააღმდეგსაბჭოთაკავშირში 60-70-იან წწ შექმნილი ფილმები მიჩნეულიდისიდენტურად და არსებული სისტემის მოწინააღმდეგედფაბულებისმეტაფორებისა და სიმბოლოების საშუალებითბოლოდროს ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით ოთარ იოსელიანის "გიორგობის თვე", გიორგი შენგელაიას "ალავერდობა",ელდარ შენგელაიას "არაჩვეულებრივი გამოფენადა მერაბ კოკოჩაშვილის "დიდი მწვანე ველიდღესაც ყველაზესაყვარელ, 10 ქართული ფილმის სიაში შედის.  40-იან წლებში წარმოებული რამდენიმე ფილმის შემდეგ, 60-იანი წლებიითვლება ქართული კინოს აღორძინების პერიოდად.
შემდეგი თაობა 80-იან წლებში გამოჩნდა – თემურ ბაბლუანინანა ჯორჯაძედიტოცინცაძეტატო კოტეტიშვილილევან ზაქარეიშვილიგოგიტა ჭყონიაალეკო ცაბაძედა სხვებისამწუხაროდ ქვეყანაში არსებული პოლიტიკურისოციალური დაეკონომიკური მდგომარეობის გამო მათ საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ფილმისგადაღება მოახერხეს
90-იანი წლებიდან დაწყებული ქართული კინო სტაგნაციის პერიოდს განიცდიდა – ამპერიოდში ფილმების მინიმალური რაოდენობა გამოვიდა.  

2005 წლიდან ქართული კინო განახლების პერიოდს განიცდისგამოჩნდა ახალითაობაქვეყანას დაუბრუნდნენ რეჟისორებირომლებმაც სამშობლო 90-იან წლებშიდატოვეს.    სახელმწიფო და კერძო სექტორებმა დაიწყეს კინო წარმოების დაფინანსებაქართული კინო დაბრუნდაქვეყნის კინოთეატრებში და საერთაშორისო ფესტივალებზე
საბჭოთა საქართველოსგან განსხვავებითდამოუკიდებელ საქართველოს საერთაშოისო კინო არენაზე წარმატების უფროდიდი შანსი აქვს.






wyaro:http://filmcommission.ge/site/index.php?lang=ge&page=12