Wednesday, June 27, 2012

რეკლამა კინოში





პროდაქტ პლეისმენტი, LIFE PLACEMENT -ის ერთ ერთი ფორმაა, რომელიც წარმოადგენს პარტიზანული მარკეტინგის ინსტრუმენტს. ეს ტექნოლოგია ეყრდნობა ბრენდის დანერგვას ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ყოველგვარი თავზე მოხვევის გარეშე. მეთოდის ძირითადი დანიშნულებაა ჩვეულებრივ ყოფიერებაში ისეთი თეატრის გათამაშება მიზნობრივი აუდიტორიის წინაშე, რომელიც ფარულად ჩაატარებს ბრენდის სარეკლამო კამპანიას. მაყურებელი ყოველივეს ღებულობს ჩვეულებრივ, ცხოვრებისეულ ამბად და საერთოდ არ ფიქრობს, რომ მას სთავაზობენ კონკრეტულ ბრენდს.
დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე პირველი, კლასიკური და წარმატებული მაგალითები.

კინოში რეკლამა (ანუ Product Placement ) როგორც მოვლენა გამოჩნდა გასული საუკუნის 30-იან წლებში. მის გამოჩენას უკავშირებენ ცნობილი მეზღვაური ქალის პაპაეზე გამოსულ ფილმებს, რომელიც ჯანსაღი საკვების პროპაგანდირებას აკეთებდა და   დაკონსერვებული ისპანახის პოპულარიზაციას ახდენდა. ყველა მულტფილმი მთავრდებოდა პაპაის სიმღერით: ”ბოლოს და ბოლოს მე გავხდები ღონიერი, რადგან მივირთმევ ისპანახს  და ვიქნები ნამდვილი მეზღვაური”.
შედეგად კონსერვის გაყიდვა გაიზარდა 65-70 %-ით.
”დიდ კინოში” პირველი რეკლამა შემჩნეულია 1946 წელს ფრენკ კაპრის ფილმში – ”ეს მშვენიერი ცხოვრება”. ეს გახლდათ ტელეარხი  National Geographic-ის რეკლამა.
მაგრამ სერიოზულად  Product Placement -ს შეხედეს 1982 წელს, სტივენ სპილბერგის ფილმის ”უცხოპლანეტელების” გამოსვლის შემდეგ.  სპილბერგმა ფილმში წარმატებით ჩაწერა ტკბილეული  Reese`s Pieces-ის რეკლამა, კომპანია  Hershey`s-გან. ფილმის ჩვენების შემდეგ ამ ტკბილეულის გაყიდვა გაიზარდა 80%-ით. ყველაზე საინტერესოა, რომ ”მარსმა”  უარი განაცხადა ფილმში მონაწილეობაზე და მასში M&M რეკლამის განთავსებაზე, თუმცა სპილბერგმა თავიდანვე მას მიმართა.

კინოს რეკლამის კლასიკური მაგალითია ფილმი ჯეიმს ბონდზე. ჯერ კიდევ პირველ ფილმში ”ექიმი ნო” ჩანს (1962) მაჯის საათი  Breitling, აგრეთვე  არაყი Smirnoff .შემდეგ ნაწილში ”მოკვდი, ოღონდ ჯერ არა”  განათავსა საკუთარი რეკლამა საათმა  Omega , ტელეფონმა Ericsson , ავტომობილმა  Aston Martin  და  BMW ა.შ.ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ ფილმში ”ოქროს თვალი” გამოანათა  BMW, Omega, Visa, Ericsson, Martini, Smirnoff, Brioni, Heineken, Avis Rental cars, L`Oreal . ფილმი ”ოქროს თვალი”-ს ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ კონცერნმა  BMW  მხოლოდ წინასწარი 300 მილიონი დოლარის შეკვეთა მიიღო   Z3  მოდელზე. საათი Omega Seamaster -ის გაყიდვა კი ფილმის წყალობით  900%-ით გაიზარდა.ერთ ფილმში შემჩნეული ბრენდების რეკლამირების რაოდენობის მიხედვით ლიდერობს ფილმი ბონდის სერიიდან – ”ხვალე არასოდეს მოკვდება”. ცნობილი ბრენდებიდან ფილმში შეიმჩნევა Bollinger, სასმელი  7UP , ელექტროსამართებელი Norelco, კოსმეტიკა Revlon.  Brioni -ს კოსტიუმები, Visa ბარათები, ავიაკომპანია British Airways, თოვლმავალები  Ski-Doo, ელექტრონიკა Philips, საათი Omega ,  სამგზავრო აქსესუარები Samsonite, უსადენო ყურსასმენები Plantronics,  არაყი  Finlandia  შეუცვლელი  Martini -ით. კომპანია  Ford -მა უზრუნველყო გადაღება რამდენიმე მარკის ავტომობილთან ერთად: Aston Martin, Jaguar, Thunderbird, Range Rover. ფილმის შემქმნელებმა მიიღეს 70 მილიონამდე დოლარი რეკლამის განთავსებისთვის. თუ 1995 წლამდე პირს ბროსნანი ბონდის როლში ატარებდა  Rolex -ს, 1995 წლიდან მან  Omega -ს ტარება გადაწყვიტა. პირველად ბონდმა Omega -ს Seamaster Quartz  ”ოქროს თვალში” გაიკეთა. შემდეგ ფილმებში ის  Omega Seamaster Professional Chronometer  ატარებდა. 2002 წელს, ბონდიანას პირველი ფილმის 40 წლისთავთან დაკავშირებით – ომეგამ გამოუშვა  Omega Seamaster Professional Chronometer -ის შეზღუდული რაოდენობა, რომლის უკანა თავსახურზე და სამაჯურის შესაკრავზე, აგრეთვე ციფერბლატზე გამოსახული იყო 007-ის ლოგოტიპი. ბოლო ფილმშიც, დენიელ კრეიგის შესრულებით,  ბონდს Omega Seamaster -ი უკეთია. ფილმში ”კაზინო როიალი” -ს პატარა ნარინჯისფერი 007-ის ლოგოტიპითაა წამების მაჩვენებელ ისარზე.

კვენტინ ტარანტინოს არ სურდა რა სიგარეტის ცნობილი ბრენდების ფილმში გამოყენება, მან  საკუთარი მარკა  «Red Apple» (”წითელი ვაშლი”) შექმნა. ამავე ბრენდს შენიშნავთ  ფილმებში ”ცოფიანი ძაღლები”, ”ოთხი ოთახი”, ”გათენებიდან დაღამებამდე”,”კრიმინალური გარჩევები” და ”მოკალი ბილის” პირველ ნაწილში.
MSG Partisani
სიგარეტის მარკის გარდა ტარანტინოს არარსებული «Big Kahuna»  ბურგერებიც აქვს კიდევ ერთი ხერხი, რომელიც ტარანტინომ მოიფიქრა, მდგომარეობს იმ მარკის პროდუქტების გადაღება ფილმში, რომელიც გაყიდვაში აღარ არის: სწრაფი მომზადების ფაფა «Fruit Brute» ”კრიმინალურ გარჩევებში” ან სიმინდის ბურბუშელა «Kabooom!»   ”მოკალი ბილიში”. ორივე მარკა 70-იანი წლების შემდეგ არ გამოჩენილა გაყიდვაში.დღეს Product Placement ფართოდ გამოიყენება და სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ბრენდების მიერ. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, მარკეტინგის ამ ინსტრუმენტს, საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები მოაქვს.


No comments:

Post a Comment